ბენზინის ისტორია


 

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ბენზინი ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. დედამიწის მოსახლეობის უმრავლესობა, გადაადგილებისათვის იყენებს ტრანსპორტს, რომლის ძრავაც საწვავს მოიხმარს. მიუხედავად სხვადასხვა სახელმწიფოს გეგმისა, რომელთაც საწვავზე მომუშავე ავტომობილების ჩანაცვლება სრულად ელექტრო ავტომობილებით სურთ, მრავალ ქვეყანაში, საწვავი ადამიანების შეუფერხებელი ცხოვრების მნიშვნელოვან ატრიბუტად რჩება. 

ისტორია 

ნავთობპროდუქტები და მათ შორის, ბენზინი კაცობრიობის ისტორიაში ბევრად უფრო ადრე იკავებს ადგილს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება გვეგონოს. ათასობით წლის წინ, ადამიანები ნავთობს სინათლისთვის (ლამპების ასანთებად) და ასევე, სამშენებლო მასალადაც იყენებდნენ. როგორც ცნობილია, ნავთობის ყველაზე ადრეული ჭაბურღილები, ჯერ კიდევ 347 წელს, ჩინეთში არსებობდა.

ნავთობის თანამედროვე ინდუსტრიის ისტორია 1847 წელს, შოტლანდიელი ქიმიკოსის ჯეიმს იანგის აღმოჩენით დაიწყო. იანგი რიდინგის ქვანახშირის მაღაროში ნავთობის ბუნებრივ გამოჟონვას აკვირდებოდა და ამ პროცესის ფარგლებში გამოჟონილი ნავთობისგან გამოხადა ნათურებისათვის იდეალური თხელი კონსისტენციის ზეთი და ასევე, შედარებით სქელი ზეთიც, რომელიც გაპოხვისთვის გამოდგებოდა. 

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ იანგი სულაც არ იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში ნახშირზე ჩატარებული ცდების შედეგად სასურველ შედეგს აღწევდა: სუფთა ბენზინის გამომგონებლად მაიკლ ფარადეი მიიჩნევა, რომელმაც 1825 წელს ნავთობპროდუქტებზე ცდების ჩატარების დროს საავტომობილო ბენზინის საწვავი გამოხადა. ამ პერიოდში, ფარადეის მიერ აღმოჩენილ ბენზინს ლონდონის ქუჩების გასანათებლად იყენებდნენ. 1876 წლიდან კი, მას შემდეგ, რაც გერმანელმა ინჟინერმა ნიოლაუს აუგუსტ ოტომ საწვავზე მომუშავე ძრავა შექმნა, ბენზინის გამოყენებამ საავტომობილო და საავიაციო ინდუსტრიაში გადაინაცვლა და განსაკუთრებული პოპულარობა პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს მოიპოვა. 

შესაბამისად, მეოცე საუკუნეში, ნავთობის ღირებულება და მნიშნველობა წლიდან წლამდე იზრდებოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ბენზინზე მომუშავე ავტომობილების რაოდენობა მომრავლდა. ამ დროისათვის, უკვე არსებობდა BP (British Petroleum), რომელიც დღემდე მსოფლიოს რიგით მეექვსე ყველაზე დიდი კომპანიაა ნავთობისა და გაზის მოპოვების კუთხით. 1960 წელს, ირანმა, ერაყმა, ქუვეითმა, ვენესუელამ და საუდის არაბეთმა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC) დააარსეს. დღესდღეობით კი, OPEC- 13 წევრი ქვეყანა ჰყავს, რაც ნავთობის გლობალური მოპოვების დაახლოებით 38%- და მსოფლიო ნავთობის მარაგის 79%- შეადგენს. 

Комментариев нет:

Отправить комментарий

სარჩევი

  1. სასწავლო პროგრამა 2. რეკომენდაციები 3. ამკრძალავი ნიშნები 4. ამკრძალავი ნიშნები-ტესტი 5. პრიორიტეტის ნიშნები 6. ტესტი პრიორიტეტის ნიშნე...