მართვის უფლების მოსაპოვებელი
გამოცდა
ვჯდებით მანქანაში,
მოვირგებთ სკამს, დავიმაგრებთ ღვედს, შემდეგ მარცხენა ფეხს ვაჭერთ კონუსს, ხოლო მარჯვენას
მუხრუჭთან მივიტანთ. ავამუშავებთ მანქანას,ჩავაგდებთ სიჩქარეში ჩავწევთ ხელის მუხრუჭს და დავიძვრებით.
წინ გვხვდება წყვეტილი ზოლი, სანამდე მისასვლელად საჭიროა პირველი დავალების შესრულება.
1) წყვეტილამდე სანამ მივალთ, გადმოვითვლით სამ ბოძს და, როგორც კი მძღოლს გაუსწორდება A ბოძი, ვამუხრუჭებთ. საჭეს მოვაბრუნებთ ბოლომდე მარჯვნივ, გადავრთავთ უკუსვლაზე და ნელა დავიძვრებით ისე, რომ ვიყურებით მარცხენა გვერდით სარკეში, გამოჩნდება ბოძები, როგორც კი მესამე B ბოძი გამოჩნდება, ვამუხრუჭებთ, საჭეს გადავაბრუნებთ 1,5 ბრუნით (გავასწორებთ) და გავაგრძელებთ უკუსვლას, ვიდრე უკანა თვალი არ დადგება წყვეტილ ხაზზე. აქ ვაჩერებთ და საჭეს გადავაბრუნებთ ბოლომდე მარცხნივ და გავაგრძელებთ უკუსვლას, მანქანა გასწორდება, ვაჩერებთ და ვხმარობთ ხელის მუხრუჭს. შემდეგ კონუსის დახმარებით გადავრთავთ პირველ სიჩქარეში, ჩავწევთ ხელის მუხრუჭს და მივდივართ მეორე დავალებისკენ.
2) მეორეა ზიგზაგები, რომლებსაც მივუყვებით ისრის მიმართულებით.
3) მესამეა ხიდი. როგორც კი ზიგზაგი დამთავრდება, საჭეს ვასწორებთ, კონუსიდან ფეხს ვიღებთ და მანქანა აგორდება ხიდზე. სდექ ხაზამდე ავდივართ და ვამუხრუჭებთ, ვხმარობთ ხელის მუხრუჭს. ვათავისუფლებ ფეხის მუხრუჭს, ხოლო კონუსს ოდნავ ავუშვებ მანამ, სანამ მანქანა ოდნავ წინა ნაწილს ზემოთ ასწევს, ამის შემდეგ მარჯვენათი ვაწვებით აქსელატორს (20-დან - 30-მდე), ჩავწევთ ხელის მუხრუჭს, ოდნავ ავუშვებთ კონუსს მაღლა და გადავდივართ ხიდზე, ჩავგორდით დაბლა და მკვეთრად ვუხვევთ მარცხნივ. ბოძებთან ვამუხრუჭებთ და ვიხევთ უკან ისე, რომ D ბოძი ჩვენს გასწვრივ იყოს, გადავრთავთ პირველ სიჩქარეში და შევდივართ მეოთხე დავალებაზე.
4) მეოთხე დავალება რვიანია, სადაც ისრის მიმართულებით ვმოძრაობთ.
5) რვიანიდან ფრთხილად გამოვდივართ და მივემართებით ფარეხისკენ. მანქანას ვუსწორებთ სდექ ხაზს, ვიხედებით მარჯვნივ და, როგორც კი უკანა კარის პატარა ფანჯარაში გამოჩნდება E ბოძი, ვჩერდებით, საჭეს ავიღებთ მკვეთრად მარჯვნივ, გადავრთავთ უკუსვლაზე და დავიძვრებით ისე, რომ ახლა ვიხედებით მარჯვენა გვერდით სარკეში, იქ გამოჩნდება ორი ბეტონის ფილა, როგორც კი მანქანის უკანა ნაწილი დაფარავს F ფილის ნახევარს, ვამუხრუჭებთ. საჭეს გავასწორებთ და ვაგრძელებთ უკუსვლას, სანამ ჩვენგან მარცხნივ არ გაგვსწორდება G ბოძი. ვამუხრუჭებთ. ახლა ისევ ვაჭერთ კონუსს და გადავრთავთ პირველ სიჩქარეში და დავიძვრებით ფინიშისკენ, გზაზე შეიძლება შეგვხვდეს შუქნიშანი და, თუ წითელია, ვჩერდებით სდექ ხაზთან, ხოლო მწვანეზე გავდივართ და მივალთ იქ, საიდანაც სტარტი ავიღეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ფინიშზე ემოციის გამო არ დაგვავიწყდეს ხელის მუხრუჭის ამოწევა!
გისურვებთ წარმატებებს!
Комментариев нет:
Отправить комментарий