პრიორიტეტის ნიშნები გზის დასაწყისში იდგმება ან უშუალოდ გზაჯვარედინის წინ მეორდება. თუ მთავარი გზის მიმართულება იცვლება, მაშინ ნიშნის ქვემოთ დამატებითი ინფორმაციის დაფა იდგმება. ზოგიერთ პრიორიტეტის ნიშანს დამახასიათებელი განსხვავებული ფორმა აქვს იმ მიზნით, რომ მისი აღქმა მოხდეს საპირისპირო მხრიდანაც.
ნიშანი აწესრიგებს
არარეგულირებადი
გზაჯვარედინების
გავლის
თანმიმდევრობას
და
ანიჭებს
მძღოლს
გავლის
უპირატესობას.
დგება
გზის
დასაწყისში
და
მეორდება
უშუალოდ
გზაჯვარედინის
წინ.
თუ
იცვლება
მთავარი
გზის
მიმართულება,
მაშინ
ნიშნის
ქვეშ
იდგმება
7.13 "მთავარი
გზის
მიმართულება"
დამატებითი
ინფორმაციის დაფა, რომელიც მიუთითებს შემდგომში მთავარი გზის მიმართულების გაგრძელებას. მთავარ გზაზე მძღოლი სარგებლობს
უპირატესობით,
თუმცა
გზა
უნდა
დაუთმოს
სპეციალური
ხმოვანი
საიგნალით,
ლურჯი
ან
ლურჯი
და
წითელი
ფერის
ჩართული
შუქურებით
აღჭურვილ
ტრანსპორს
და
მის
თანმხლებ
კოლონას.
ნიშანი მიუთითებს
2.1 ნიშნით
აღჭურვილი
გზის
დასასრულს,სადაც მძღოლს მინიჭებული
ჰქონდა
გავლის
უპირატესობა.
ნიშანი
იდგმება
უშუალოდ
მთავარი
გზის
ბოლოს.
მიუთითებს,
რომ
მთავარ
გზას
ორივე
მხრიდან
კვეთს
მეორეხარისხოვანი
გზა,
სადაც,
მძღოლს
ენიჭება
არარეგულირებული
გზაჯვარედინის
გავლის
უპირატესობა.
დაუსახლებელ
პუნქტში
ნიშანი
იდგმება
150-300 მეტრში,
ხოლო
დასახლებულში
50-100 მეტრში
სახიფათო
მონაკვეთამდე.
მიუთითებს, რომ მთავარ გზას მარჯვენიდან უერთდება მეორეხარისხოვანი გზა სადაც, მძღოლს ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე.
მიუთითებს, რომ მთავარ გზას მარცხნიდან უერთდება მეორეხარისხოვანი გზა სადაც, მძღოლს ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი იდგმება 150-300 მეტრში, ხოლო დასახლებულში 50-100 მეტრში სახიფათო მონაკვეთამდე.
ნიშანი აფრთხილებს რომ გადამკვეთ ქუჩაზე მოძრავ ტრანსპორტს მინიჭებული აქვს გავლის უპირატესობა და მძღოლი ვალდებულია დაუთმოს გზა, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს და გაატაროს ყველა სახის ტრანსპორტი-რომელიც მოძრაობს გადამკვეთ ქუჩაზე, ხოლო 7.13 „მთავარი გზის მიმართულება“ დამატებითი ინფორმაციის დაფის არსებობისას - მთავარ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ნიშანი იდგმება უშუალოდ გზაჯვარედინის წინ. სწრაფმავალ გზებზე მძღოლის დროულად გაფრთხილების მიზნით ნიშანი იდგმება დამატებითი ინფორმაციის 7.1.1 ან 7.1.2 "მანძილი ობიექტამდე“ ნიშნებთან (დაფებთან) ერთად.
ნიშანი კრძალავს
გადამკვეთ
გზაზე
შეუჩერებლად
გავლას
ანუ,
მძღოლი
ვალდებულია
აუცილებლად
გაჩერდეს
გზაზე
დახაზული
"სდექ"
ხაზის
წინ
(თუ
არ
არის
"სდექ"
ხაზი-გადამკვეთი
გზის
წინ)
და
გაატაროს
გამვლელი
ტრანსპორტი,
ვალდებულია
გზა
დაუთმოს
გადასაკვეთ
გზაზე
მოძრავ
ყველა
სახის
სატრანსპორტო
საშუალებას,
ხოლო
7.13 „მთავარი
გზის
მიმართულება“
დამატებითი
ინფორმაციის
დაფის
არსებობისას
- მთავარ
გზაზე
მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.
ნიშანი იდგმება გზის ვიწრო უბანზე და ავალდებულებს მძღოლს -გზა დაუთმოს შემხვედრ მოძრაობას. უკრძალავს მძღოლს გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლას, თუ ეს აძნელებს საპირისპირო მოძრაობას. მძღოლი გზას უთმობს შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც იმყოფება გზის ვიწრო მონაკვეთზე ან მის მოპირდაპირე მისასვლელთან. ნიშანი იდგმება უშუალოდ გზის ვიწრო უბნის წინ. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დაიდგას წინასწარ 7.1.1 „მანძილი ობიექტამდე“ დამატებითი ინფორმაციის ნიშანთან ერთად.
2.7 შემხვედრი ტრანსპორტის მიმართ უპირატესობა
ნიშანი იდგმება გზის ვიწრო უბნის წინ და ანიჭებს მძღოლს მოძრაობის უპირატესობას. აფრთხილებს მძღოლს გზის ვიწრო უბანთან მიახლოების შესახებ, რომელზეც გავლის უპირატესობა ენიჭება შემხვედრ სატრანსპორტო
საშუალებასთან შედარებით.
Комментариев нет:
Отправить комментарий